“ყურადღების გადატანა უნდათ” – უტიაშვილი ს პასუხობს

შოთა უტიაშვილი, რომელიც 2004-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო, აცხადებს, რომ სპეცრაზმისთვის ქიმიური ნივთიერებების შეძენა მის კომპეტენციაში არ შედიოდა.
უტიაშვილის თქმით, ეს „ქართულ ოცნებაშიც“ კარგად იციან და ახლა მისი სახელის ხსენებით მთავარი კითხვიდან ყურადღების გადატანას ცდილობენ.
დღეს, 5 დეკემბერს ირაკლი მ განაცხადა, რომ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებულ ამბავში თეორიულად შეიძლება ვანო მერაბიშვილისა და შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა დადგეს.
„რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს და ქიმიურ იარაღს? მე არც ვიცოდი რა შეიძინეს, არც უნდა მცოდნოდა. მე ვერაფერს დავადასტურებ. არც ის ვიცი იყიდეს თუ არა და არც ის – რა შემადგენლობა ჰქონდა [ნივთიერებას].
თვითონაც ხომ იციან, რომ არანაირი შეხება არ შეიძლება ამასთან მქონოდა. არც ქიმიური იარაღის ექსპერტი ვარ და არც ანალიტიკური დეპარტამენტის საქმეში შედიოდა ამის შეტანა და გამოტანა. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ანალიტიკური საქმიანობა და -ს საინფორმაციო ბაზების შენახვა, განვითარება და ა.შ.
ახლა -ს სტრუქტურა აღარ ვიცი, მაგრამ მაშინ ეს უნდა სცოდნოდა იმას, ვინც იყენებდა ანუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და სამეურნეო სამსახურს.
ჯერ ერთი, რომ ამათ [შსს-ს ხელმძღვანელობას “ოცნების” მთავრობის პირობებში] უნდა სცოდნოდათ რა ინვენტარი გადაიბარეს წინა ხელისუფლებისგან და მეორე, მე მართლა არ ვიცი, 15 წლის წინანდელი გაზის გამოყენება ახლა შეიძლება? მე ამის არანაირი კომპეტენცია არ მაქვს. თუ შემოვიდა ასეთი ნივთიერება, უსაბუთოდ ხომ არ შემოვიდოდა. საბუთიც იქნება, ხელმომწერიც და ვინ ვისგან და რატომ იყიდა.
ახლა, უბრალოდ, ჩემი ხსენებით ყურადღების გადატანა უნდათ. კითხვაზე – რა [ნივთიერება] იყო გამოყენებული? – პასუხი უნდა გასცენ“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ შოთა უტიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება გამოიყენეს, ამაზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლების შსს-ს მაღალჩინოსნებს დაეკისრებათ.
როგორც ამბობს, ნივთიერება, რომელიც 2024 წელს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს, 2007 და 2009 წლებშია შეძენილი.
კობახიძემ დღეს 5 დეკემბერსაც ვერ/არ დააკონკრეტა რა ნივთიერებაზეა საუბარი, თუმცა გადაჭრით განაცხადა, რომ ის წინა ხელისუფლების პირობებშია ნაყიდი.
კობახიძის ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ ხალხს 17 და 15 წლის წლის ნაყიდი ქიმიური ნივთიერება შეასხეს
„თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა. შსს-მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა“, – განაცხადა კობახიძემ.
სუს-მა, რომელსაც „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ხელმძღვანელობს, გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. მათ შორისაა 319-ე მუხლი, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ სუს-მა BBC სამართლებრივადაც გამოაცხადა „უცხოეთის ორგანიზაციად“, ხოლო მის მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროდუქტი – „მტრულ საქმიანობად“.