კობახიძის მტკიცებით, წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ კლინიკებში მიმართვიანობა არ ყოფილა

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი ბიბისის მიერ საქართველოზე მომზადებულ სიუჟეტს სკანდალის შექმნის იაფფასიან მცდელობას უწოდებს და ამბობს, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება შეისწავლის, “ვინ იყო ჩართული მტრულ საქმიანობაში”.

ჟურნალისტების შეკითხვას, რა იყო გარეული წყლის ჭავლში, არ პასუხობს და ამტკიცებს, რომ წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ კლინიკებში “მიმართვიანობაც კი არ იყო”.

მან ამ კონტექტსში მაგალითად 9 აპრილი მოიყვანა და თქვა, რომ მაშინ მიმართვიანობა იყო, გასული წლის აქციების დროს კი – არა.
“ბიბისის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. არაფერს [კითხვას] არ აჩენს. თქვენ ხართ ამ ხელოვნური სკანდალის თანამონაწილე. რეალურად, საზოგადოებამ იცის ყველაფერი, ერთი რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკების მიმართ.
თქვენ გახსოვთ 9 აპრილის დროს რამხეხლა მიმართვიანობა იყო, რამდენი ხანი გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული. აქ არ ყოფილა არანაირი მიმართვიანობაც კი, საერთოდ არანაირი. ხელოვნურად ცდილობთ შექმნათ სკანდალი იქიდან, სადაც სკანდალი არ არსებობს. […]

გაირკვა, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილების სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური განცხადებებით. ბიბისი როცა ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევზიიაში. არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. როდესაც ადამიანებს მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი შეგრჩათ ხელში ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გაცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას.

გამოძიება შეისწავლის, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”- თქვა კობახიძემ.