არაბული Aawsat წერს, რომ ჟოზე მოურინიო “ალ-შაბაბის” მთავარი მწრთნელი გახდება. პორტუგალიელს გუშინ Zoom-ში კლუბის სპორტულ დირექტორ დომინიკო ტიტესთან მოლაპარაკებები ჰქონდა, რის შედეგადაც შეთანხმება შედგა.
გადაწყდა, რომ “განსაკუთრებული” უახლოეს დღეებში ჩაფრინდება ერ-რიადში, რათა შეთანხმება საბოლოოდ შედგეს და კონტრაქტი გაფორმდეს.
“ალ-შაბაბი” 19 ტურის შემდეგ საუდის არაბეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე იმყოფება. გუნდში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც იანიკ კარასკო და ევერ ბანეგა არიან.