Google დიდ ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრის აშენებაში $1 მლრდ-ს დახარჯავს

Google დიდ ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად $1 მლრდ-ს დახარჯავს.
კომპანიის ცნობით, მონაცემთა ცენტრი Waltham Cross-ში (ჰერტფორდშირი) 33 ჰექტარ ფართობზე აშენდება.
პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
„დასრულების შემდეგ პროექტი დიდ ბრიტანეთში ბიზნესს მიაწვდის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს , ხელს შეუწყობს ინოვაციებს ხელოვნურ ინტელექტში და დაეხმარება საიმედო ციფრული სერვისების მიწოდებას Google Cloud-ის მომხმარებლებისთვის და Google-ის მომხმარებლებისთვის დიდ ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.