ლევან რატიანი BBC-ის სტატიაზე- სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. ეს არის მორალი და რეგულირება. ამ მიმოხილვას მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია

ლევან რატიანი BBC-ის სტატიაზე- სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. ეს არის მორალი და რეგულირება. ამ მიმოხილვას მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია
ჩემ ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით- განაცხადა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, რომ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ლევან რატიანის შეფასებით სტატია საექიმო საქმიანობის პრინციპებს არღვევს და ამბობს, რომ ამის შესახებ ყველა ექიმმა „ხმა უნდა ამოიღოს“.
„ამდენი წელია მედიცინაში ვარ და არა ერთი სტატია წამიკითხავს და არა ერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. ეს ნონსენსია მედიცინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული. სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. პირველი, ეს არის მორალი და მეორე ეს არის რეგულირება. ამ მიმოხილვას, რაც გინდათ ის დაარქვით, მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას და ასე შემდეგ, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია. ჩემს სახელმწიფოში როცა ეს ხდება, ალბათ ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს ამის შესახებ“-განაცხადა ლევან რატიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს