რუსული „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენა უნგრულ კომპანიასაც სურს – Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენით უნგრული კომპანიაცაა დაინტერესებული.
„ლუკოილს“ უცხოური აქტივების გაყიდვა ამერიკულმა სანქციებმა აიძულა.
სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთის გაზის და ნავთობის კომპანია MOL-მა დაინტერესების შესახებ აცნობა -ის ოფიციალურ პირებს. MOL-ს სურს იყიდოს ევროპაში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუავებელი ქარხნები და ბენზინგასამართი სადგურები და წილები, რომლებიც რუსულ კომპანიას აქვს ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა MOL-ის გეგმები განიხილა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრმაპთან შეხვედრისას, რომელიც ნოემბერში ვაშინგტონში გაიმართა.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ს ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ სტრუქტურებს სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დაუწესა.
სანქციების გამო „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვა გადაწყვიტა. რუსული კომპანია ევროპაში ფლობს სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ყაზახეთის, უზბეკეთის, ერაყის, მექსიკის, განის, ეგვიპტის და ნიგერიის ნავთობის საბადოების წილებს და ასეულობით ბენზინგასამართ სადგურს მთელ მსოფლიოში.
„ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენით დაინტერესებული არიან უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები Exxon Mobil-ი და Chevron-ი და საინვესტიციო ფონდი Carlyle.
ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენა სურს საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანია Gunvor-ს, რომელსაც კავშირი აქვს ს პრეზიდენტ პუტინის მეგობართან, მილიარდერ ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოსთან. ნოემბრის დასაწყისში კომპანიამ ამ გეგმაზე უარი თქვა აშშ-ის წინააღმდეგობის გამო.
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მკაფიოა – ში ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ამიტომ სანამ პუტინი მკვლელობებს განაგრძობს, „კრემლის მარიონეტი” Gunvor-ი ვერ მიიღებს საქმიანობის და მოგების მიღების ლიცენზიას.
ფორუმი