თბილისში დღეს დილიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხი კვლავ გაუარესდა – გარემოს ეროვნული სააგენტო

თბი­ლის­ში ჰა­ე­რის ხა­რის­ხი გა­უ­ა­რეს­და. ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში დღეს დი­ლი­დან შე­ი­ნიშ­ნე­ბა მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის (PM10 და PM2.5) კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ზრდა.
სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი, ტრანსსა­სა­ზღვრო ხა­სი­ა­თი­საა და გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სამ­ხრე­თი­დან და სამ­ხრეთ აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბით.
“5 დე­კემ­ბრი­დან, ზო­გი­ერთ სად­გურ­ზე, ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის (PM10 და PM2.5) კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ზრდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი, ტრანსსა­სა­ზღვრო ხა­სი­ა­თი­საა და გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სამ­ხრე­თი­დან და სამ­ხრეთ აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბით.
სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აგ­რძე­ლებს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის უწყვეტ მო­ნი­ტო­რინგს ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია air.gov.ge-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.