დუბლინის აეროპორტში ზელენსკის თვითმფრინავზე დრონებით თავდასხმა სცადეს

პირველ დეკემბერს, დუბლინის აეროპორტში დაშვებისას ოთხმა ამოუცნობმა დრონმა უკრაინის პრეზიდენტის, ს თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა. ინფორმაციას ირლანდიური მედია ავრცელებს.
თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან თვითმფრინავი აეროპორტში დაგეგმილზე რამდენიმე წუთით ადრე დაეშვა. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ზელენსკი დუბლინში მეუღლესთან ერთად იყო ჩასული.