ირლანდია იძიებს უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავის მარშრუტზე დრონების გამოჩენას

ირლანდია იძიებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონების შესვლას დაახლოებით იმ დროს, როცა დუბლინის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი.
ზელენსკი ირლანდიაში ვიზიტით 1 დეკემბერს, ღამით ჩავიდა, ოფიციალური შეხვედრები და პრესკონფერენცია კი 2 დეკემბერს ჰქონდა. დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა ვიზიტის დასრულების შემდეგ.
ინფორმაცია, რომ 1 დეკემბერს, ღამის თერთმეტი საათისთვის დუბლინის აეროპორტის მახლობლად სამხედრო ტიპის ოთხი უცნობი დრონი დააფიქსირეს, 4 დეკემბერს პირველმა გაავრცელა ირლანდიურმა გამოცემა The Journal-მა. მისი ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა განრიგით დადგენილ დროზე ცოტა ხნით ადრე, სულ მალე კი დრონები აღმოჩნდნენ საჰაერო სივრცის იმ ნაწილში, სადაც ზელენსკის თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო.
The Journal-ის ცნობითვე, აეროპორტის რაიონის შემდეგ დრონებმა ირლანდიის ზღვის თავზე გადაუფრინეს სამხედრო გემს.
ინციდენტი BBC-ს დაუდასტურეს წყაროებმა ირლანდიის მთავრობაში. ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
ინფორმაცია დრონების შესახებ ჟურნალისტებს დაუდასტურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა. მისი თქმით, ინციდენტს ზელენსკის ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია.
ირლანდიური გამოცემა Irish Times-ის წყაროთა ცნობით, სამხედრო გემმა აღმოაჩინა ხუთი დრონი, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავის მარშრუტის მახლობლად მოძრაობდნენ. ირლანდიის ხელისუფლებისთვის ჯერჯერობით უცნობია დრონების წარმომავლობა და რომელი ადგილიდან აღმოჩნდნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეში.
ამოუცნობი დრონები ბოლო თვეების განმავლობაში დააფიქსირეს ევროპის არაერთი ქვეყნის აეროპორტებისა და სამხედრო ობიექტების მახლობლად. მათ შორის დანიაში, ნორვეგიაში, ნიდერლანდში, გერმანიაში, ბელგიასა და ლიეტუვაში.
2025 წლის სექტემბერში პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე ოცამდე დრონი შეიჭრა და მათი ჩამოგდება გახდა საჭირო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!