დრონებით შეტევა იყო ს ქალაქ ტემრიუკის პორტზე

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ს რეჟიმის უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები“. რომელი „ელემენტები“ დაზიანდა, შტაბს არ დაუკონკრეტებია, თუმცა დაადასტურა ხანძარი და პერსონალის ევაკუაცია.
ქალაქი ტემრიუკი ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და ტამანის ნახევარკუნძულის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტია. პორტი, რომელზეც 5 დეკემბერს დრონებით შეტევა იყო, მდებარეობს რაიონში, სადაც მდინარე ყუბანი აზოვის ზღვას უერთდება.
2025 წლის ზაფხულში ს მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ტემრიუკის პორტში გაიხსნა ტერმინალი ნავთობის ექსპორტისთვის.
კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონში, ქერჩის სრუტეში მდებარეობს პორტი „კავკაზი“, დაბა ვოლნაში კი ნავთობის საცავი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ობიექტებზე შეტევა არაერთხელ მიიტანეს.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც ს თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი