უიტკოფთან პუტინის შეხვედრის წინ კრემლმა კვლავ გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო

რადიო თავისუფლების პროექტმა „სისტემამ“ აღმოაჩინა, რომ ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და -ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის 2 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების წინა დღეს კრემლმა კვლავ გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო.
ორშაბათს, 1 დეკემბერს, კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პუტინმა ორი შეხვედრა გამართა: პირველი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორ არკადი გოსტევთან, ხოლო შემდეგ, გვიან საღამოს, კურსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ხინშტეინთან. თუმცა, „სისტემის“ ანალიზის თანახმად, პრეზიდენტის ოფისში ნივთების განლაგების სხვაობა მიუთითებს, რომ გოსტევთან შეხვედრა დიდი ხნით ადრე – ზაფხულში იყო ჩაწერილი.
უიტკოფთან წინა მოლაპარაკებებამდე, რომელიც 2025 წლის 11 აპრილს გაიმართა, კრემლმა უკვე გამოაქვეყნა „დაკონსერვებული“ ვიდეო – წინასწარ ჩაწერილი შეხვედრა ДОМ.РФ-ის ხელმძღვანელ ვიტალი მუტკოსთან. მუტკოსთან შეხვედრა, სავარაუდოდ, 24 თებერვლამდე შედგა.
პუტინის პრესსამსახურის მაქინაციები გათქვა ერთმა წიგნმა პრეზიდენტის წიგნების კარადაში. როგორც „სისტემამ“ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, პუტინის კაბინეტის წიგნების კარადაში არაუგვიანეს 2025 წლის 13 აგვისტოსი გამოჩნდა საჰაერო-სადესანტო ჯარების მეომართა ლექსების კრებული. 1 დეკემბრის დილით, გოსტევთან შეხვედრის დროს, წიგნი აკლდა კარადის ქვედა მარჯვენა კუთხეში, მაგრამ იმ საღამოს, ხინშტეინთან შეხვედრის დროს, ის ისევ თავის ადგილზე იყო.
გამოდის, რომ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორთან შეხვედრა შეიძლება ჩაწერილიყო 13 აგვისტომდე და მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა, დაასკვნეს „სისტემის“ გამომძიებლებმა.
„სისტემის“ წინა გათვლებით, მხოლოდ 2025 წელს პუტინი მინიმუმ 14-ჯერ გაქრა საზოგადოების თვალთახედვიდან. ამაზე მიუთითებდა არა მხოლოდ პრეზიდენტის კაბინეტში არსებული წიგნები, არამედ მის მაგიდაზე კალმების განლაგება და იმ ადამიანების ტანსაცმელი, ვისაც პუტინი ხვდებოდა. ყოველთვის არ არის ნათელი, თუ სად უჩინარდებოდა პრეზიდენტი „კონსერვების“ გამოქვეყნების დღეებში.
ფორუმი