ბოჭორიშვილი ერთ წელიწადში მეშვიდედ შეხვდა უნგრეთის საგარეო მინისტრს, ამჯერად ვენაში

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეშვიდედ შეხვდა უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს. ამჯერად შეხვედრა ვენაში გაიმართა, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში – იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირს შეწყვეტილი აქვს მთავრობასთან მაღალ დონეზე ურთიერთობა.
ვენაში, ეუთოს მინისტერიალზე მყოფმა მაკა ბოჭორიშვილმა 4 დეკემბერს შეხვედრები ასევე გამართა თურქეთის, ტაჯიკეთის, სა და ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან.
წინა დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანსა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს.
უნგრეთი – მეშვიდედ
მაკა ბოჭორიშვილმა და პიტერ სიიარტომ 4 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული საკითხები და „დიალოგის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები“; საგარეო უწყების პრესცენტრის ცნობით, „აქცენტი გაკეთდა ბოლო დროის განვითარებებზე“.
ამავე ინფორმაციაში წერია, რომ მათ ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე:
„მადლიერებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში უნგრეთის პოლიტიკური და საექსპერტო თანადგომის გაგრძელების მნიშვნელობას“.
ამავე წყაროს თანახმად, მინისტრებმა „გამოხატეს რეგულარული დიალოგის შემდგომი გაღრმავების მზაობა, ასევე გაცვალეს მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით“.
ერთი წლის განმავლობაში იგი შვიდჯერ შეხვდა უნგრელ კოლეგას. მათი წინა შეხვედრები გაიმართა:
· 31 ოქტომბერს, სამარყანდში, იუნესკოს ღონისძიების ფარგლებში
· 2025 წლის 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში,
· 11 ივნისს ბუდაპეშტში, მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში
· 14 მაისს ლუქსემბურგში, ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში
· 24 მარტს უნგრეთში
· 2024 წლის 10 დეკემბერს უნგრეთში – საგარეო მინისტრის რანგში პირველი ვიზიტისას; ის 25 ნოემბერს დაინიშნა თანამდებობაზე.
ლუქსემბურგი
მაკა ბოჭორიშვილი 4 დეკემბერს ვერნაში ასევე შეხვდა ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს. ბეტელი ყოფილი პრემიერია – ლუქსემბურგის პირველი ღიად გია პრემიერ-მინისტრი.
შეხვედრაზე „საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს“.
საგარეო უწყების პრესცენტრის ცნობით, „განსაკუთრებული ყურადღება“ დაეთმო „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების გამოწვევებს“.

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრსთან იურაი ბლანართან შეხვედრაზე „აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები“.
ასევე, – პრესცენტრის ცნობით, „ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას“.
მაკა ბოჭორიშვილმა „მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის“.
ტაჯიკეთი
მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიროჯიდინ მუხრიდინის.
მათ განიხილეს „ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები“.
პრესრელიზის თანახმად, 2025 წელს ორი ქვეყანას შორის „ვაჭრობის პოზიტიური დინამიკაა“.
· საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველო-ტაჯიკეთის სავაჭრო ბრუნვა 34.1 მილიონი დოლარი იყო, წელს 10 თვეში კი 133 მილიონს ასცდა.
მინისტრებმა ისაუბრეს „შუა დერეფნის“ „მზარდ მნიშვნელობაზე აზიისა და ევროპის დაკავშირებადობაში“.
თურქეთი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მაკა ბოჭორიშვილს „მადლობა გადაუხადა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს აღმოჩენილი მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისათვის“.
საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაზე:
· „დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა“.
· „ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიურ დინამიკას“;
· „ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით“.
· „თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა“
· ისაუბრეს ასევე „შუა დერეფნის“ განვითარებაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით დარჩიაშვილი – ივანიშვილის მომხრეთა დაჯგუფებას ადამიანებად არ მიაჩნია პროტესტის მონაწილეები, მათი ნება რომ იყოს, ქიმიურ იარაღსაც გამოიყენებდნენ და ბიოლოგიურსაც, საერთაშორისო საზოგადოება სხვანაირად უყურებს – მოთხოვნა იქნება, გაიხსნას და გამომზეურდეს მასალები