“რასაც ვხედავდით ადგილზე, ნამდვილად არ გავდა მხოლოდ ცრემლსადენი გაზით გამოწვეულ ჩივილებს” – ლაშა უჩავა ვიდეოს ავრცელებს

ექიმი, ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა, გასული წლის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ექიმები ითხოვდნენ დადგენილიყო რამე მომწამვლელი ნივთიერება ხომ არ იყო გამოყენებული ხალხის წინააღმდეგ, იმდენად ძლიერი და მხოლოდ ცრემლსადენი გაზისთვის უცნაური იყო სიმპტომები და წერს:
04.12.2024 მაშინვე იყო ეჭვი, რადგან ის რასაც ვხედავდით ადგილზე, ნამდვილად არ გავდა მხოლოდ პოლიციური ცრემლსადენი გაზით გამოწვეულ ჩივილებს.