“წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა” – რა ხდება ადამიანის ორგანიზმში კამიტის, ან ტრიქლორეთილენის მოხვედრის შემდეგ? – ზურაბ სიხარულიძე

“წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა” – რა ხდება ადამიანის ორგანიზმში კამიტის, ან ტრიქლორეთილენის მოხვედრის შემდეგ? – ზურაბ სიხარულიძე
ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე გამოცემა ბათუმელებთან ინტერვიუში BBC-ის საგამოძიებო ფილმზე საუბრისას, ამბობს:
„კამიტი“ არის ხანმოკლე მოქმედების, თუმცა მისი წყლის ჭავლში შერევა უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. ბრომბენზილციანიდი არის უჯრედოვანი კომპონენტის ამშლელი ტოქსიკური ნივთიერება – უჯრედის დონეზე მოქმედებს და ბლოკავს სუნთქვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იწვევს ჰიპოქსიურ სტრესს. რაც შეეხება ტრიქლორეთილენს, იგი ძლიერი ნეიროტოქსინია, რომელიც კანიდან და ინჰალაციიდან ძალიან სწრაფად აბსორბირდება, გრძელვადიანად აზიანებს ორგანიზმს. ეს გამხსნელი ღვიძლის და თირკმლების ძლიერ დაზიანებას იწვევს.
ამ კოდების ქვეშ, რაც დასახელდა BBC-ის ფილმში, შესაძლებელია იყოს ბევრი სხვა ნივთიერება, მაგალითად, ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ვენახის მოსაწამლად.
თუ გამოყენებული იყო ტრიქლორეთილენი, მისი აღმოჩენა შესაძლებელია ერთი წლის შემდეგაც, მაგალითად, ნიადაგის სიღრმეში, წყლებში. ამისთვის საჭიროა ძალიან სკრუპულოზური ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზი.

ასევე დაგაინტერესებთ