ს ნავთობტერმინალში“ 15 მლნ-ის ნავთობის დარღვევით განკარგვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ს ნავთობტერმინალში“ 10 000 ტონაზე მეტი ნედლი ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით განკარგვის ბრალდებით ყაზახეთის სამი მოქალაქე დააკავეს. მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„შპს “ბათუმის ნავთობტერმინალის” ხელმძღვანელმა პირებმა, ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს“, – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
იმის მიუხედავად, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელი პირები ყაზახეთის მოქალაქეები არიან, ფინანსური პოლიცია, რომელიც საგამოძიებო პროცედურებს ატარებს, არ აკონკრეტებს 3 დეკემბერს დაკავებულთა შორის არის თუ არა რომელიმე მათგანი.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით. ფინანსური პოლიცია აგრძელებს გამოძიებას „დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის“ საქმეზე.
დღეს, 4 დეკემბერს, „ბათუმელები“ წერდა, რომ ნავთობტერმინალში საგამოძიებო მოქმედებების გამო შეჩერებული იყო სარკინიგზო გადაზიდვები.
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ შესახებ
საქართველოში ყველაზე დიდი ნავთობტერმინალს „ბათუმის ნავთობტერმინალს“, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანსპორტირებითა და გაყიდვითაა დაკავებული, ყაზახური სახელმწიფო კომპანია ფლობს.
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ ინფრასტრუქტურა განთავსებულია 81 ჰექტარზე. მასში განთავსებულია ხუთი სარეზერვუარო პარკი და ნავთობის ჩატვირთვის კომპლექსი. ტერმინალს დღის განმავლობაში შეუძლია ასობით სარკინიგზო ვაგონი გადმოტვირთოს.
2022 წლის ზაფხულში „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ ქართულ კომპანიასთან, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესჯგუფის შვილობილი „ვიბრო დიაგნოსტიკია“ იყო, სასამართლო დავა წააგო. მას 12,4 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა.
მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ამბობდა, რომ სასამართლოს „დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზარალებს“.
ფორუმი