ჟურნალისტი თამო კეშელავა:
სალომე ზურაბიშვილს მივმართავ, რომელიც გვპირდებოდა, რომ ის იქნებოდა შუამავალი ხალხსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, ამ შუამავლობის დრო ახლა ისე დადგა, როგორც არასოდეს, ოღონდ, ხალხი აჩვენეთ!
აქტივისტებისგან შეიკვრება გუნდი, დააორგანიზეთ მათი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან, პარლამენტებთან, მთავრობებთან.
აქტივისტები ის ახალგაზრდებია, ვისაც ვენდობით,
ესენი არიან, ვისიც უნდა იყოს მომავალი.
ესენი არიან, ვინც უნდა გადაიბაროს ქვეყნის მართვა.
ამათზე უკეთ ვერავინ აუხსნის მათ, როგორი ქვეყნის აშენება გვინდა, როგორი ქვეყნის აშენებას ვგეგმავთ,
ისევე, როგორც ამათზე უკეთ ვერავინ აუხსნის მათ, რას გავდივართ – ესენი დგანან ყოველ დღე რუსთაველზე! ყველაზე დიდი რეპრესიები მათ ზურგზე გადადის და ყველაზე მეტად გაუტეხლები ისინი დარჩნენ.
ხოდა, მოდი, მათ უთხრან თავიანთი სათქმელი.
მსოფლიო პოლიტიკა იცვლება, ხისტი გახდა, პირდაპირი, უნდა შეიცვალოს ჩვენი სათქმელის ფორმაც – პირდაპირ და გასაგებად ხალხის სათქმელს ახალგაზრდები იტყვიან.
არავის არაფერში სჭირდება “დავარცხნილი” ტექსტები, მზა ფრაზები და ფრაკები, აჩვენა ეგ ზელენსკის ადმინისტრაციამ უკვე.
გულწრფელობა რომ ფასდება, ის წლები დადგა ამჯერად და ამათზე გულწრფელი ხალხი ჩვენ ქვეყანაში დღეს არ გვყავს!
ხალხის სათქმელს ხალხის ენაზე წაიღებენ და ხალხის ენაზევე ჩამოიტანენ პასუხსაც.
დააორგანიზეთ შეხვედრები და ჯგუფი ისეთი შეიკვრება, ქარბორბალას რომ დაატრიალებს და ცეცხლს რომ დაანთებს, ანუ, რომ ეცოდინება, სად, რის შესაბამისად როგორ იმოქმედოს.
ხომ უყურებთ როგორი გამბედავები, ლამაზები, გონიერები არიან? მათგან როგორი გუნდი გამოვა, ხომ ხვდებით?
როგორც იტყოდით, ქალბატონო სალომე, ახლა საჭიროებაა, სადაც უნდა დააორგანიზოთ, ყველგან რომ დაარგანიზოთ.




