თბილისში, წერეთლის გამზირზე, დროებით დამატებითი შეზღუდვები წესდება

თბილისის მერია იუწყება, რომ დედაქალაქში, წერეთლის გამზირის მკვეთ ქუჩებზე, საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. მიზეზი ის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლებიც გასული წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს.
“ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება”, – აცხადებენ მერიაში.
შეზღუდვები შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ს, ს, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება.
15 იანვარს თბილისის მერმა მ მოულოდნელად შეწყვიტა ხელშეკრულებები ორ კონტრაქტორთან, რომლებიც წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდნენ. მერი დაეყრდნო მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას.
“სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის… ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე”, – წერია კახა კალაძის ბრძანებაში.
ახლა გამზირი ისევ გადათხრილია, თუმცა თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საავტომობილო გზა ორმხრივად უნდა გაიხსნას თვის ბოლომდე.
გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის დაგების გარდა, უნდა დარგონ ხეები, მოეწყოს ტროტუარები, გადასავლელები და შეიცვალოს განათების სისტემები.