დიმიტრი მედვედევი – თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ნატურალური ფორმით მოუწიოთ

თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, მაშინ შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ნატურალური ფორმით მოუწიოთ, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
„მსგავს ქმედებას შეიძლება განსაკუთრებული სახის casus belli-ს კვალიფიკაცია მიენიჭოს, რასაც ბრიუსელისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის შესაბამისი შედეგები მოჰყვება. მსგავს შემთხვევაში, ამ თანხების დაბრუნება შეიძლება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ს დამარცხებული მტრების მიერ ნატურალური ფორმით მოხდეს“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ გვერდზე.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ უკრაინისთვის 2026-2027 წლების დაფინანსებასთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ერთ-ერთი გადაწყვეტილება უკრაინისთვის რეპარაციული სესხის უზრუნველსაყოფად ბელგიაში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების გამოყენებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე გადაწყვეტილება ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებით დაფინანსების მოზიდვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა