რუსეთში ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტების რეესტრი შექმნეს, რომელშიც ლოზუნგი – „დიდება უკრაინას“ შეიტანეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტიკის სია შექმნა, რომელშიც ოთხი უკრაინული ორგანიზაცია, ასევე ლოზუნგი – „დიდება ს“ (Слава Украине) და პასუხი: „დიდება გმირებს“ (Героям Слава) შეიტანა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სიაში ასევე მოხვდა უკრაინის სახალხო რევოლუციური არმია, უკრაინის მეამბოხეთა არმია, უკრაინის სახალხო თავდაცვა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია.
რეესტრში ასევე შეიტანეს ამ ორგანიზაციების ატრიბუტები და ლოზუნგები. მათ შორის შავი ტოლგვერდა სამკუთხედის სახით წარმოდგენილი ემბლემა და ოქროს სამკუთხედის ემბლემა, რომლის შუა ელემენტი ორლესული მახვილის ფორმისაა.

ასევე დაგაინტერესებთ