რა ხდება, როცა ოფისში დაბრუნების 7-დღიან პოლიტიკას ნერგავენ

პანდემიამ ყველას ერთი სადარდებელი დაგვიტოვა — „რა დაბრუნდება ოფისში?!“… შემდეგ გაიგებდით, რომ ჰიბრიდულ რეჟიმზე ინაცვლებდით, რაც უდავოდ ცოტა რბილი გადასვლა იყო, რადგან ბევრსაც არ „გაუმართლა“ და კოვიდამდე არსებულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. Zulu Alpha Kilo-ს ბოლო სატირული ხედვა ოფისში დაბრუნების დებატებთან დაკავშირებით კი უდავოდ კლასიკაა.
Living From Work სააგენტოს კომედიურ დრამატიზაციას წარმოადგენს თავისივე 7-დღიანი დაბრუნების პოლიტიკით… სიუჟეტი კი სასაცილოა, მაგრამ ეს ინდუსტრიაში არსებულ უფრო მნიშვნელოვან საკითხს უსვამს ხაზს, საქმე იმაში კი არ არის, თუ რამდენ დღეს ვატარებთ ან არ ვატარებთ ოფისში, არამედ რამდენი ხნის მანძილზე შეგვიძლია კონცენტრირება ყოველდღიურად.
სააგენტოები ძირითადად ხანგრძლივი სამუშაო საათებით არიან ცნობილნი, სადაც თანამშრომლებს გვიანობამდე უწევთ დარჩენა… საბოლოოდ კი ქმნიან პროდუქტს ან კამპანიას, რომელში მონაწილეობითაც ყველა ამაყობს. ოფისში გვიანობამდე მუშაობას ღამის საუბრები და სასმელები მოჰყვება, რაც ძალიან საჭირო ორგანული სოციალური კავშირია. თუმცა დღეს უფრო მეტი კი არა, უფრო ჭკვიანურად უნდა იმუშაოთ.
Zulu Alpha Kilo-ს ვიდეოც გვეუბნება, რომ ინდუსტრია შეშინებულია, კოვიდამდე არსებულ სარეკლამო სააგენტოს მუშაობის ნორმებს არ დაუბრუნეს… ბუნებრივია, არავის სურს ახლად აღმოჩენილი და უკვე საყვარელი ჯანსაღი პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსზე უარის თქმა, რომელსაც მას შემდეგ გავეცანით, რაც მუშაობის დაწყება დისტანციურად მოგვიწია…
მართალია, არსებობდა რეალური მიზეზი, რის გამოც სტივ ჯობსი კვირაში 80 საათი მუშაობდა და მსგავსი ნარატივი ვრცელდება სააგენტოებზეც, მაგრამ ჩვენ უნდა მივმართოთ ბალანსს, უნდა დავუბრუნდეთ სამსახურს, სადაც ეს აღარ მოგვიწევს.