ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოს თანამდებობის პირების სანქცირების შესახებ ლორდი ჯორჯ ფოლკსის შეკითხვაზე საუბრისას ფოლკსის “პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზე” საუბრობს და ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად მიმდინარე კამპანიაა.
“მერამდენედ ვნახეთ ჩვენ ზოგიერთი ბრიტანელი პარლამენტარის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადება. ეს ყველაფერი ეფუძნება ტყუილებს ამიტომ ვთვლით, რომ როდესაც ფესვები არის ტყუილი, შეუძლებელია, რომ დამპალმა ხემ გამოისხას ნაყოფი”- თქვა მან.
ფორმულას ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რა არის დეპუტატ ფოლკსის მოქმედების მოტივი, მახაშვილმა უპასუხა: “მას შეიძლება სხვა ინტერესი ჰქონდეს, ფინანსური, პოლიტიკური”- თქვა მახაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ლორდი ფოლკსი იყოს მოსყიდული, მახაშვილი ბრიტანეთს გამჭვირვალობას უწუნებს და ამბობს, რომ მათ არ აქვთ იმ ტიპის კანონები, რომ ეს გარკვეული იყოს.
“სამწუხაროდ, დიდ ბრიტანეთს არ აქვს იმ ტიპის გამჭვირვალე კანონები, რომ ეს ქსელი იყოს გარკვეული”- ამბობს მახაშვილი.




