სუსთან ს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ოპოზიციონერი ლიდერის, ს ოჯახის წევრები, მეგობრები, თანაპარტიელები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი თქმით, პოლიტიკოსი პოლიტპატიმარია.
„ლევან ხაბეიშვილი დაატყვევეს მისი სიტყვის გამო, პოლიტიკური განცხადების გამო. 85 დღეა, რაც პოლიტიკოსი დატუსაღებული ჰყავს ივანიშვილს“, – თქვა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეკრებილ ადამიანებს ხელში ეჭირათ ლევან ხაბეიშვილის ფოტოები და პლაკატები წარწერით: „თავისუფლება ხაბეს“. ერთ-ერთ პლაკატზე დატანილ ფოტოზე პოლიციელების მიერ ნაცემი ხაბეიშვილი იყო გამოსახული.
· ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის ს დღეს, 4 ოქტომბერს, აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით.
· დაკავებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ხაბეიშვილს ასევე ედავებოდნენ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
პოლიტიკოსისთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე დღეში, სუსმა მას ციხიდან ნათესავებსა და ახლობლებთან კომუნიკაცია აუკრძალა.