BBC-ის გამოძიების შემდეგ ბრიტანელმა ლორდმა UK მთავრობას კითხვით მიმართა

ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი (პარლამენტის ზედა პალატა), ლორდი ჯორჯ ფოულკსი მთავრობას კითხვით მიმართავს, რა ქმედებების განხორციელებას გეგმავენ ისინი იმ ცნობების შემდეგ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლისას საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.
ლორდმა ფოულკსმა ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს შესახებ კითხვები 3 დეკემბერს გაუგზავნა. ბრიტანეთის მთავრობამ ლორდს პასუხი 17 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს.
„მივმართავ მთავრობას, გეგმავს თუ არა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციების საფუძველზე (The Chemical Weapons (Sanctions) (EU Exit) Regulations 2019) იმ ცნობების შემდეგ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლისას საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა“, – ვკითხულობთ ლორდ ჯორჯ ფოულკსის მიერ ბრიტანეთის მთავრობისთვის
The Chemical Weapons (Sanctions) (EU Exit) Regulations 2019 – ეს არის დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო აქტი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, დააწესონ სანქციები ქიმიური იარაღის გამოყენებასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებულ პირებზე, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები ვრცელდება მის ოფშორულ ტერიტორიებზეც (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბერმუდა). ანუ დასანქცირებული პირების აქტივები იბლოკება (იყინება) არა მხოლოდ უშუალოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მის ოფშორულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ კომპანიებშიც ან მათ ანგარიშებზე. შეზღუდვები ვრცელდება სანქცირებულ პირთათვის ფინანსური რესურსების ან ეკონომიკური რესურსების პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
„ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ, თუმცა ამ დრომდე არ ასახლებენ, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა