ჩენ ძინგი ირაკლი კობახიძეს – ჩინეთს და საქართველოს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად

“ქართული ოცნების” დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან შეხვედრა გამართა.
პარტიის ინფორმაციით, ჩენ ძინგის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების დადებით დინამიკას მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.
„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, შანხაიში გხედავთ. მე ნამყოფი ვარ საქართველოში და მახსოვს, თქვენი ქვეყანა დიდი შთაბეჭდილებებით დავტოვე. მოხარულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკით. ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად“,- განაცხადა ჩენ ძინგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა