ახლა ვფიქრობ,ნეტა შემდეგი სიგიჟე რა იქნება?
პირველი მსოფლიო რას მიქვია, უფრო ღრმად მიმავალი ფესვები აქვს შხამამომანიას საქართველოში, მააშ!!!
1. კალიგულას სიკვდილის მერე, შხამებით სავსე ზარდახშა ზღვაში რომ გადააგდეს,
ბიძინა ივანიშვილმა იპოვა, გაჟღინთა მსხმოიარე ბაობაბები,რომლებიც ახალი წლის წინ შხამ-ქიმიკატებს გამოყოფენ, რის გამოც შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების მასიური გამორიყვა ფიქსირდება, ხოლო შეკვეთილის ფილარმონია ურანის ნარჩენებისგან არის აშენებული და ხიროსიმა-ნაგასაკის ეფექტს იძლევა.
2. ირაკლი კობახიძეს გამოეცხადა რომის პაპის ბორჯია მეექვსეს სული, ზუსტად მისგან მიიღო კანტარელას (შხამის) დამზადების განსაკუთრებული რეცეპტი, რაც ეხმარება მას ჯერ თავად განიჟღინთოს და შეინარჩუნოს ავისმომასწავლებელი სიმშვიდე,მერე კი მზერით განგმიროს მტერი!
შესაბამისად “BBC” და “CNN”- წყაროზე დაყრდნობით, შესაძლებელია მოითხოვონ
ირაკლის მედიურობის აკრძალვა.
არანაირი ეთერი პრემიერს!
3. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს,
ის ეკატერინე მედიჩის პირდაპირი შთამომავალი ყოფილა დიდი ბაბოს ხაზით, აი ზუსტად ამ საგვარეული ზიგზაგით გადმოეცა შხამებით ჟონგლირების განსაკუთრებული უნარი,თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, თავისი დიდი ბაბოსი არ იყოს, ამ შხამებს და “წიო-წიოდ” მტრის გამოხშირვას,ერთი კაი ბართლომეს ღამე ურჩევნიაო…
4. და-დააამ!
მამუკა მდინარაძე საერთოდ ჩინური ფილოსოფიის და კერძოდ კი “შხამების მბრძანებლის” დიდი იმპერატორი ცისის მიმდევარი ყოფილა.
რა არ ჩამოიტანა მდინარემ გვამები თუ რა?
მოკლედ ფართოა მავანთა ფანტაზია, უბრალოდ ეს ოხერი ინტელექტი მურტალი რამ არის.
ან არის ან არალის
დილა მშვიდობისა ერო!
(იმედია ნიუსებში სრული სერიოზულობით არ მოხდება ზემოთაღნიშნულის რეტრანსლიაცია)



