ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა და მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება – ჯანდაცვის სამინისტრო

ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა და მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ დისკდრედიტაციას ემსახურება.
მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისას, ორგანიზაციებმა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.