კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ იგოეთთან, ველურ ბუნებაში ფონდ “ქართუს” მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს. მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და შემდეგ ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს, რომელთა შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც აქამდე გადაშენების პირას იყო.
“კასპის მუნიციპალიტეტში კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. სოფელ იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს. ფრინველები ფონდი „ქართუს“ მიერ იქნა გადმოცემული, რომელიც ქართული ფლორისა და ფაუნის განვითარებაზე ზრუნავს. ფრინველები ადაპტაციის მიზნით, ერთი თვის განმავლობაში ტყის მახლობლად მოწყობილ ვოლიერში იმყოფებოდნენ. ვოლიერის მოწყობა და ფრინველების მოვლა პატრონობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ხუციშვილმა უზრუნველყო.
ფრინველების ველურ ბუნებაში გაშვების პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე, კლუბ „ლეგიონის” და „იბერიის” წარმომადგენლები. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია უნიკალური ფრინველთა ჯიშების გამრავლებას და შემდეგ ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს. მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც აქამდე გადაშენების პირას იყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი გავრცელდა.” – აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება