დავოსის ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება

დავოსის ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება. ფორუმზე, ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ. შვეიცარიის სამთო კურორტი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, საიდანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია. ლიდერებს შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც დავოსში ვიზიტი უკვე დაასრულა.
შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა.
ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე მსჯელობისას, მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებაზე საუბრის დროს, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, თუმცა, მისივე თქმით, საქართველომ უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა შეძლო.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პირისპირ შეხვედრები გამართა ისრაელის პრეზიდენტთან, კომპანია “ალშაია ჯგუფის” აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან და ასევე – არაერთი საერთაშორისო ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში