მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება

მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი BBC-ს მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ დოკუმენტურ ფილმს მედიასთან ეხმიანება. “ეს არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა გაგრძელება, მაგრამ ფსონი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ საკითხს გაატარებდა”- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სწორმა ნაბიჯებმა BBC-ის “ინფორმატორების” უკან დახევა გამოიწვია. “ხვალ გაჩნდება პრესაში ვატერლოოს ბრძოლის დროს გამოყენებული აკრძალული ბრძოლის ილეთების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქართულმა პოლიციამ გამოიყენა ერთი წლის წინ, და ძალიან მაინტერესებს, რა ილეთებზე იქნება საუბარი. ეს ნამდვილად არ არის სახუმარო თემა.
მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ბრალდებით, ამავე კონვენციის დარღვევაში, დადანაშაულებული იყო ერაყი, როგორც სახელმწიფო და მისი ხელისუფლება. სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო იყო სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება. იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა, გაეროში გამოსვლის დროს აღიარა, რომ ამ ფეიკ დაბრალებას მოჰყვა ეს ყველაფერი ერაყში. ჩვენ რატომ უნდა გამოვრიცხოთ მსგავსი შორს მიმავალი გეგმები აგონიაში მყოფი ჩვენი ოპოზიციის და მათი საერთაშორისო მფარველების მხრიდან? ეს არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა გაგრძელება, მაგრამ ფსონი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ საკითხს გაატარებდა. თუმცა, სახელმწიფო მოიქცა ისე, რომ ამას მოჰყვა ამ „ინფორმატორების“ უკან დახევა. სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება, დაიბარებენ არაერთ ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად სიგიჟით გამოირჩევა. ემიგრაციაში მყოფი ერთ-ერთი სერიოზული ადვოკატი დღეს წერდა, რომ მას აღმოაჩნდა ონკოლოგია, რაც გამოიწვა 1 წლის წინ აქციაზე წყლის ჭავლში მოყოლამ, ვინაიდან იქამდე ონკოლოგია არ ჰქონია,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს არა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, არამედ, მის მიერ მიღებული „მიგრაციული პაქტის” გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა