ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში ჩადის

ს პრეზიდენტი, დღეს, ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ინდოეთში მიემგზავრება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, სა და ინდოეთის ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო დღის წესრიგს განიხილავს.
საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, პირისპირ შეხვედრა დღეს შედგება და პუტინს და მოდის შესაძლებლობა ექნებათ ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხები და საერთაშორისო დღის წესრიგი განიხილონ.
ამასთან, ხვალ ნიუ-დელიში გაიმართება რუსეთ-ინდოეთის ოფიციალური მაღალი დონის მოლაპარაკებები, რომელზეც ყურადღება გამახვილდება რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობების დღის წესრიგზე.