ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ

აჭარაში, ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნეს.
მორწმუნეები ზღვაში შესვლამდე ს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.
“საღვთო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმელები ტრადიციულად ზღვაში შევდივართ. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შესვლის ტრადიცია მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით რამდენიმე წელია სრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ მიამატოთ – „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, სიტყვის მასალად მიყენებთ

ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე – წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში