სამზადისი ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას ოჯახში – წყვილი ახალი წლისთვის ემზადება – Marao

ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას ოჯახში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. მათ სახლი დღესასწაულისთვის უკვე მორთეს, .ულამაზესი დეკორაციებითა და განათებებით კი გარემო ძალიან მყუდრო და, ამავდროულად, ფერადი გამოვიდა. ნაძვის ხის მორთვის პროცესში პატარა ილიაც იყო ჩართული. ქეთიმ სამზადისის კადრები გამომწერებსაც გაუზიარა.
“ყველას მორიგეობით გვქონდა ვირუსი, ბოლომდე ჯერ კიდე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თუმცა სამსახურში ვიყავი მაინც. იქ დავისვენე – გამიგებთ დედები. ჰო, და ისეთი დაღლილი მოვედი, აი, არაფრის თავი არ მქონდა, მაგრამ ნაძვის ხე რომ დავინახე, ეგრევე ენერგია მოვიდა. დავდგით კიდევაც, 100 მეტრი განათებაც შემოვარტყით და სულ ცოტაღა დარჩა გასაფურჩქნი, ილია უკვე ვეღარ ძლებდა. მოკლედ, მიყვარს ახალი წელი და ჩვენი ნაძვის ხე ასეთია 2025-2026 წელს. თქვენ დადგით?!” – წერს ქეთი.
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ. პატარას მარია დაარქვეს. წყვილის საერთო პირველი შვილი ილიაა, რომელიც 2024 წელს შეეძინათ.
ქეთის პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, ხოლო დავითს – ვაჟი.
ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
“ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.
მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი”, – ამბობდა ქეთი
ახლა ქეთი უკვე სამი შვილის დედაა ბედნიერი ოჯახი აქვს – ოჯახთან ერთად, ასევე წარმატებულია საკუთარ საქმეში და ბერი ქალისთვის მოტივაციადაც იქცა.