დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში სამოგზაურო დაზღვევის გაძვირებას ელიან – მიზეზი ახალი სტანდარტებია

ზედამხედველმა სადაზღვევო სექტორს სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური სტანდარტი დაუწესა. სამოგზაურო დაზღვევის პირობების მინიმალური მოთხოვნების მიხედვით, გაიზარდა დაზღვევის მომსახურების ლიმიტები. მაგალითად, თუ აქამდე სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი 30 000 ევროს/დოლარს ან მეტს შეადგენდა და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებაზე გათვლილი იყო 1000-2000 ევრო, მიღებული ცვლილებით ეს ზღვარი 5 000 ევრომდე იზრდება.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში არ გამორიცხავენ, განხორციელებულმა ცვლილებებმა სამოგზაურო დაზღვევის პოლისების ფასის ზრდა გამოიწვიოს, თუმცა ეს მათი მტკიცებით, მნიშვნელოვანი ზრდა არ იქნება. სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური სტანდარტები ძალაში 15 იანვრიდან შევიდა.
“ზედამხედველობის სამსახურმა გადაწყვიტა, მიღებული ანალიზის შედეგად და საზღვარგარეთ არსებული მაღალი სამედიცინო ტარიფების გათვალისწინებით, დაედგინა ისეთი ტიპის სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მოგზაურობის დროს იმ მინიმალურ დაცვას, რაც შეიძლება აუცილებელი გახდეს გადაუდებელი, გაუთვალისწინებელი სამოგზაურო შემთხვევების დროს.
ჩვენი სამსახური არ არეგულირებს ფასების წარმოქმნას, თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი იმის, რომ შესაძლოა შეიცვალოს ფასები, რაშიც გაზრდას ვგულისხმობ, თუმცა მოლოდინი არ არსებობს ბაზარზე არსებული კონსულტაციების შედეგად მათ შორის, რომ ეს ცვლილება იქნება ხელშესახები და მნიშვნელოვანი.
ცვლილება შეიძლება იყოს რიგ შემთხვევაში, თუმცა ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში შეიძლება არც შეიცვალოს ტარიფები, ვინაიდან ზოგიერთი კომპანიის პირობები ისედაც აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ვისაც მოუწევს დაფარვების და ლიმიტების გაზრდა, მათთან სავარაუდოდ, კორექტირება მოხდება“,-აცხადებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური სამმართველოს უფროსი მარიამ კოშორიძე.
სამოგზაურო დაზღვევის პირობების მინიმალური მოთხოვნები: