ბოლო 10 თვეში საინვესტიციო ფონდების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა – მიზეზები

ბოლო 10 თვეში საინვესტიციო ფონდების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სებ-ის საინვესტიციო ფონდების რეესტრშია ხელმისაწვდომი.
2023 წლის მარტის მდგომარეობით ფონდების რაოდენობა 5-ს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი თორმეტამდეა გაზრდილი.
არსებული 12 საინვესტიციო ფონდის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. როგორც bm.ge-ს სებ-ში უთხრეს, 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი 2024 წლის თებერვლის ბოლოს იქნება.