“შოკირებული და გაკვირვებული ვიყავი, როცა მათ ვუსმენდი” | აუსტრევიჩუსი ღარიბაშვილ-ვუჩიჩის შეხვედრაზე

“შოკირებული და გაკვირვებული ვიყავი, როცა მათ ვუსმენდი”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს და საქართველოს პრემიერმინისტრ სა და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
“მე მინდა ახლა ვისაუბრო იმაზე, თუ რა შეიძლება ითქვას ისეთ შეხვედრებზე, სადაც ღარიბაშვილი და ვუჩიჩი მონაწილეობდნენ. ჩემი მხრივ, მეც, მართალი გითხრათ, შოკირებული და გაკვირვებული ვიყავი, როცა მათ ვუსმენდი… მე შეიძლება რამე ვივარაუდო უბრალოდ და ვთქვა, რომ ალბათ მათ შორის იყო რაღაც საუბარი ს შესახებ, როგორ ჩაიარა. ეს ბუნებრივია, რომ ისინი ამაზე ისაუბრებდნენ. მე რომ რამე კონკრეტული ვთქვა, ეს ჩემი მხრიდან სპეკულაცია იქნება. მაგრამ შემიძლია ცოტა უფრო კრიტიკული დამოკიდებულება გამოვიჩინო უბრალოდ მათდამი და თუ რამე საუბარი შედგა, პროვოკაციული იყოს… გასაგებია, რომ თქვენს ხელისუფლებას არ უნდა, გააღიზიანოს , ამ პოლიტიკას მისდევს, გასაგებია, რომ რუსეთის მხრიდან ყოველთვის იქნება რაღაც მუქარა, ეს ბუნებრივია, და ღარიბაშვილმა ალბათ რაღაცა ნიშნით, შეიძლება კითხვები დასვა, როგორ გაუმკლავდა ამას სერბეთი და მიიღო ამაზე პასუხები”, – თქვა მან [სინქრონული თარგმანი]
იხილეთ ასევე: