ყველაზე მასშტაბური წვრთნები ცივი ომის შემდეგ – NATO ალიანსის წევრი ქვეყნებიდან 90,000 ჯარისკაცს ამზადებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, NATO-ში განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია -ის სამხედრო ძალებს ევროპელი მოკავშირეების გაძლიერება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თუკი კონფლიქტი გაჩაღდება.
წვრთნებს სახელად Steadfast Defender 2024 (მტკიცე მცველი 2024) ალიანსის 90,000 ჯარისკაცი შეუერთდება.
„Steadfast Defender 2024 წარმოაჩენს NATO-ს უნარს, სწრაფად განალაგოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად“, – აცხადებენ ალიანსში. წვრთნები მაისში დასრულდება.
Steadfast Defender-ზე მასშტაბური წვრთნა 1988 წელს ჩატარდა. მასში 125,000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად