სენატის უმრავლესობის ლიდერმა „MEGOBARI აქტის“ NDAA-ში ჩართვაზე უარი უთხრა სპიკერ ჯონსონს – The Hill

-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ტუნმა უარით გაისტუმრა ქვედა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ ჯონსონის თხოვნა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) „MEGOBARI აქტის“ ჩართვის შესახებ, – იუწყება გამოცემა The Hill-ი.
„ჰილის“ წყაროების თანახმად, სპიკერმა ჯონსონმა ჯონ ტუნს გასულ თვეში მიმართა პირადი თხოვნით, – რაც აღნიშნული წყაროებისათვის „მოულოდნელი“ აღმოჩნდა, თუმცა „მისასალმებელი“.
The Hill-ი წერს, რომ ამავე წყაროების თანახმად, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ დაბლოკა ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ ჩართვის ინიციატივა.
„მეგობარი აქტს“ გამოცემა აღწერს, როგორც „სანქციების კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პრორუსული, ანტიდემოკრატიული ჩინოვნიკების წინააღმდეგ ბრძოლას“.
ამერიკული გამოცემის მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია ეყრდნობა, გამოცემის ცნობითვე, ორ ადამიანს, რომლებიც დაუსახელებელ კონგრესმენებთან თანაშემწეებად მუშაობენ.
ერთ-ერთმა თანაშემწემ გამოცემას უთხრა: „ვფიქრობდით, რომ კანონპროექტი ჩავარდა, რადგან ტუნმა ის სექტემბერში უკვე დაბლოკა. ბოლო წუთს, სპიკერის თხოვნით, ყველანაირად ვცდილობდით NDAA-ში მის ჩართვას, მაგრამ ვერ დავძლიეთ ტუნის წინააღმდეგობა“ და „მან უბრალოდ კატეგორიული უარი განაცხადა“.
ჯონსონისა და ტუნის ოფისებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე.
გამოცემა წერს, რომ „ტუნმა მანამდე ოკლაჰომელი სენატორის, მარკვეინ მალინის თხოვნით დაბლოკა „მეგობარი აქტის“ ჩართვა NDAA-ში, რითაც გააწბილა კანონპროექტის ორპარტიული მხარდამჭერები“.
· მედიის ცნობით, ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორის, მარკვეინ მალინის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივის „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვა ვერ მოხერხდა;
· ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ ტეხასური ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი -ის კონგრესმენებთან კერძო კომუნიკაციისას „ქართული ოცნების“ სასარგებლო ლობირებას ეწევა. მალინი და “ფრონტერა” წარსულში არაერთხელ გადაკვეთილან.
დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში The Hill-ი ახსენებს BBC-ს მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება „კამიტი“, იგივე ბრომობენზილ ციანიდი გამოიყენა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ადასტურებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დაშლისას წყლის ჭავლში „გარეული“ იყო გარკვეული ნივთიერება, თუმცა კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ ეს იყო „კამიტი“. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს „ყველა დეტალს ფხვნილთან დაკავშირებით“.
ფორუმი