შალვა პაპუაშვილი – რაც დღეს მოლდოვას ეკონომიკურად სჭირს, მათ შორის ბრიუსელის ბრალეულობაა – საქართველომ არ დაუჯერა ბრიუსელს ყურში ჩაჩურჩულებებში

იმაში, რაც დღეს მოლდოვას ეკონომიკურად სჭირს, არის, მათ შორის, ბრიუსელის ბრალეულობა – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს და საქართველომ არ დაუჯერა ბრიუსელს იმ ყურში ჩაჩურჩულებებში, რასაც ჰქონდა ადგილი, რომ საქართველო საკუთარი ხალხის დაზიანების ხარჯზე ჩაბმულიყო ს მიმართ ცეცხლის რკალის შექმნის ორმხრივი სანქციების დაწესების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოლდოვის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლამდე მოლდოვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოს იმავე მაჩვენებელს აღემატებოდა, ში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ მას ამ მონაცემით ბევრად გადაუსწრო.
„2021 წელს მოლდოვას ჰქონდა საქართველოზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2021-შივე უკვე 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, მათ ჰქონდათ, თუ არ ვცდები, 11% თუ 12% ეკონომიკური ზრდა. 2022-ში ჰქონდათ -5%, იქიდან მოყოლებული 0-ის გარშემო ტრიალებენ და საქართველომ შეინარჩუნა 10-9-8%-იანი ეკონომიკური ზრდა. რა სხვაობაა მოლდოვასა და საქართველოს შორის ?!- ერთადერთი, მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს და საქართველომ არ დაუჯერა ბრიუსელს იმ ყურში ჩაჩურჩულებებში, რასაც ჰქონდა ადგილი, რომ საქართველო საკუთარი ხალხის დაზიანების ხარჯზე ჩაბმულიყო ს მიმართ ცეცხლის რკალის შექმნის ორმხრივი სანქციების დაწესების პროცესში.“- განაცხადა პაპუაშვილმა.