ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი, ეს არის ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს

ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი, ეს არის ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს
ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Washington Examiner-ში ანი ჩხიკვაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი.
„ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი. თავის დროზე, მუშაობდა „ამერიკის ხმაში“ და ძალიან კარგად მოგეხსენებათ იგივე პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება „ამერიკის ხმის“ მიმართ. ეს კონკრეტული მედიასაშუალება იყო დაკავებული ძალიან მძიმე საქმიანობით, მათ შორის, კონკრეტული სახელმწიფოების წინააღმდეგ და ასეთ ტელევიზიაში მუშაობდა ეს კონკრეტული ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ დღეს უკვე სხვა მედიასაშუალებიდან ავრცელებს ასეთივე საქმიანობას. ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ესენი ის ადამიანები არიან, ვინც საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს, რეზოლუციაში ასახეს და ხელიც მოაწერეს. უცხო არ არის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება და დღესაც, უაპელაციოდ აცხადებენ, რომ საქართველომ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა

გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში – სამწუხაროა, რომ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს