რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დახმარებას ითხოვს | ხელმოწერები თბილისში გროვდება

ბორის ნადეჟდინი ს საპრეზიდენტო არჩევნებზე დასარეგისტრირებლად საჭირო ხმებს აგროვებს. პრეზიდენტობის მსურველი, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა, ხელმოწერებსა და მხარდამჭერებს თბილისში ეძებს.
ნადეჟდინის ოფიციალური განაცხადი კრემლის ლიდერის შეჩერებაა, თუმცა მის რეალურ ოპოზიციონერობაში ეჭვი ეპარებათ თავად რუსეთში და თბილისში მცხოვრებ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებსაც. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ნადეჟდინი კრემლის მართული და პუტინისთვის საჭირო კანდიდატურაა.