ვინც 9 აპრილს მოესწრო, ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით – ანალოგიურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს, BBC-ის რესპოდენტები ტყუიან!

ვინც 9 აპრილს მოესწრო, ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით – ანალოგიურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს, BBC-ის რესპოდენტები ტყუიან!
ვინც 9 აპრილს მოესწრო ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” (მომწამლელი გაზით) დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით! მაშინ 4000-მდე დაწამლული პაციენტი მიიღო თბილისის სავადმყოფოებმა,- ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილი წერს სოციალურ ქსელში, რითაც ის BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება.
სადღობელაშვილის განცხადებით, 9 აპრილის მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს, რამდენადაც მომიტინგეებმა წყალბადის ზეჟანგი დაისხეს, გაითეთრეს სახე და დადგეს სპექტაკლი.
„ვინც 9 აპრილს მოესწრო ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” (მომწამლელი გაზით) დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით! მაშინ 4000-მდე დაწამლული პაციენტი მიიღო თბილისის სავადმყოფოებმა! ეგ კი არა მეორე-მესამე დღეს პარლამენტთან მიტანილ ყვავილებზე დალექილი ეგ ნივთიერებაც გემახსოვრებათ, თვალსაჩინო იყო… რუსთაველს სახანძროები რომ რეცხავდნენ ეგეც გემახსოვრებათ …
ანალოგიურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს! BBC-ის რესპოდენტები ტყუიან! ხო და თქვენი ფანტაზიორი შუბა დავხიე მე!
Ps მომიტინგეებმა დაისხეს სახეზე წყალბადის ზეჟანგი, დეზინფექციის მიზნით, გაითეთრეს სახე და დადგეს სპექტაკლი!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კაია კალასი: უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, სომხეთის თანხვედრა ამჟამად 37 პროცენტია – რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რთულია, მაგრამ ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც ვითხოვთ

BBC-ის სადაზვერვო სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ზღვა აკადემიური ლიტერატურა არსებობს – ჩვენთან არ ითარგმნება სამეცნიერო ლიტერატურა, რადგან პოლიტიკურად ანგაჟირებული გამომცემლობის ინტერესში არ შედის მოსახლეობისთვის მისი მიწოდება