საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „ლუკასს“ პრესტიჟული და ისტორიული აზერბაიჯანული ხიზილალის ბრენდის, Baku Caviar-ის, ოფიციალურად შემოყვანას საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ „ლუკასი“ არა მხოლოდ ექსკლუზიურ იმპორტიორად, არამედ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელად და მომავალში ადგილობრივ მწარმოებლადაც იქნება აღიარებული, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ასევე პრემიუმ სეგმენტის განვითარებას.
Baku Caviar გლობალურად ცნობილია როგორც მსოფლიოში პირველი მდგრადი ხიზილალის მწარმოებელი. კომპანია იყენებს თანამედროვე აკვაკულტურულ ტექნოლოგიებს, ზუსტად იცავს ზუთხის გენეტიკურ სისუფთავეს და პასუხისმგებლობით მართავს კასპიის ზღვის რესურსებს. ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიდგომაა ეკოლოგიური პასუხისმგებლობა: თითო შეძენილ ხიზილალაზე კომპანია კასპიის ზღვაში ათ ზორჩას აბრუნებს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის ეკოსისტემის დაცვასა და ზუთხის პოპულაციის აღდგენაში.




