მოსკოვის სასამართლომ მწერალ ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილი) დაუსწრებლად მიუსაჯა ერთი წლით პატიმრობა „უცხოეთის აგენტის“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
როგორც „მედიაზონა“ იტყობინება, ბრალდებაში ჩამოთვლილია ტელეგრამის არხში გამოქვეყნებული 76 პოსტი, რომლებსაც არ ჰქონდა დართული „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი.
ივლისში სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა აკუნინს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ტერორისტულ საქმიანობაში ხელშეწყობის, ტერორიზმის გამართლებისა და „უცხოეთის აგენტის“ მოვალეობების შეუსრულებლობის ბრალდებით.
მწერალს საერთო ჯამში მისჯილი აქვს 15 წლით პატიმრობა, ჯარიმა 600 ათასი რუბლის ოდენობით, ასევე ექვსი წლის განმავლობაში ინტერნეტში პუბლიკაციის აკრძალვა.
ბორის აკუნინმა 2014 წელს დატოვა რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ. ამჟამად ის საფრანგეთში ცხოვრობს.
ფორუმი




