ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა „ევროსკოპთან“ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე საუბრისას, თქვა:
„BBC-ის მასალა წავიკითხე და შემდეგ შოკში ჩავვარდი. შეუძლებელია. ვერ დავიჯერე. თუ მართალია, რომ სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტი გამოიყენა, ეს დანაშაულია ადამიანის ეს ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ. ეს სრულად უნდა იქნას გამოძიებული. ვფიქრობ, ახლა მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, დაამტკიცოს, რომ ეს არაა სიმართლე. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ გვექნება ეჭვი, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სიცოცხლისთვის საშიში აგენტები გამოიყენება, რაც სრულიად მიუღებელია. ეს დიდი ამბავია, რომელიც საქართველოს მთავრობამ რაც შეიძლება მალე უნდა უარყოს. ამ სიახლეს გაეცნენ ჩემი კოლეგებიც, რომლებიც აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რა სახის მოთხოვნები შეიძლება წამოიჭრას საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, რომელმაც მომხდარი უნდა აუხსნას ხალხს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ეს დიდი შავი ლაქაა საქართველოს ხელმძღვანელობისათვის“.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი დაიწყო.




