შალვა პაპუაშვილი მარგუს ცაჰკნას განცხადებაზე – ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც არის ნატო-ს ჯარიც, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს

ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატო-ს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კერძოდ, პაპუაშვილი ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებას, რომლის თანახმად, თუ უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო ძალებსაც მოიცავს, ესტონეთი უკრაინაში გაგზავნის ჯარებს.
„ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, ისე, რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, და ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატოს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს.
ავღანეთის ნატო-ს მისიაში ესტონეთის ყველაზე დიდი კონტინგენტი 150-ს შეადგენდა, ჩვენი – 1560 ჯარისკაცს”, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია