საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც Eagle Hill-ის ოფისთან იყვნენ შეკრებილი, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც Eagle Hill-ის ოფისთან აქციას მართავდნენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
უწყვეტი პროტესტიდან ერთი წლის შემდეგაც, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
მანამდე აქცია გაიმართა არაბული კომპანია Eagle Hill-ის შენობის წინ, სადაც მომიტინგეებმა ქართულ მხარესა და არაბულ სამშენებლო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება გააპროტესტეს და დოკუმენტის გასაჯაროება მოითხოვეს.
საპროტესტო აქციის ფარგლებში, ადგილზე მოქალაქეების ხელმოწერებიც აგროვდა, რომლებმაც პეტიციაზე მოაწერეს ხელი.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პეტიციაზე ხელმოსაწერად თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდება სპეციალური მაგიდები, სადაც მოქალაქეები ხელმოწერით საკუთარ აზრს დააფიქსირებენ.