რუსეთი გაყინული აქტივების კონფისკაციას სასამართლოში გაასაჩივრებს – Bloomberg

რუსეთი იძიებს სამართლებრივ ქმედებებს, რათა დაბლოკოს ნებისმიერი მცდელობა ში მისი ზოგიერთი გაყინული აქტივის კონფისკაციაზე. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ს ცენტრალური ბანკი ელოდება საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან შეთანხმებას, სამართლებრივი დავების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაცვის შესახებ.
დისკუსიებში ჩართული ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლოში საქმის წარმოება ხელს შეუშლის უკრაინაში თანხების გადარიცხვას, მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს აქტივებზე კონტროლის მოპოვებას. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ დასავლეთს სასამართლოში მცირე შანსი აქვს და აქტივების კონფისკაციაზე იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
G7 ქვეყნებმა 2023 წლის ოქტომბერში რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივები დაახლოებით 280 მილიარდ დოლარად შეაფასეს. ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ მან 21,5 მილიარდი ევროს რუსეთის ფედერაციის აქტივები გაყინა.
თვეების განმავლობაში ევროკავშირი განიხილავდა ამ აქტივებიდან მოგების უკრაინაში გადატანის შესაძლებლობას. თუმცა, რუსეთის სუვერენული აქტივები ლეგალურად რუსეთს ეკუთვნის, ამიტომ დისკუსიებია მათი კონფისკაციის მექანიზმის შესახებ.
გასულ ზაფხულს, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების დაბეგვრის გეგმაზე. მაგრამ Bloomberg-მა დაწერა, რომ ასეთი იდეა ევროკავშირსა და ევროპის ცენტრალურ ბანკს შორის დებატებს იწვევს.
ECB-ის ხელმძღვანელი ქრისტინ ლაგარდი თვლის, რომ გადასახადმა შეიძლება ევროს შესუსტება გამოიწვოის, რადგან სადავო თანხა ბევრად აღემატება იმ რამდენიმე მილიარდს, რასაც ეს ქმედება უკრაინას მოუტანს.
თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ჩამორთმეული აქტივების უკრაინაში გადაცემა, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სანქციებს დაქვემდებარებული რუსი ოლიგარქების საკუთრების სახსრებს. ვარაუდობდნენ, რომ თანხა უკრაინელი სამხედრო ვეტერანების დახმარებას მოხმარდებოდა.