ამის შესახებ Politico და Le Monde წერენ წყაროებზე და დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით.
შავ სიაში შეყვანას მოჰყვება ქვეყნის ორგანიზაციებისა და პირების ფინანსურ ოპერაციებზე კონტროლის გამკაცრება, მათ შორის ყველა გარიგების კომპლექსური შემოწმება.
ბენეფიციარებისა და ფულის წარმომავლობის შესახებ უფრო მეტ დოკუმენტს მოსთხოვენ ბიზნესებს, გარიგებებს კი დამატებით დაამტკიცებენ ფულის რეცხვის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (AMLA) სპეციალური კომისრები.
სიაში უკვე შედიან კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, ირანი და ავღანეთი. ფულის რეცხვასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ზომების ჯგუფმა (FATF) ჯერ კიდევ 2023 წელს შეუჩერა რუსეთს წევრობა ამ რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგრამ მაშინ რუსეთი რაიმე სიაში არ შეუყვანიათ. FATF არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით, რუსეთი შავ სიაში იქნეს შეყვანილი. ამას ეწინააღმდეგებოდნენ ინდოეთი და ბრიკსის წევრი სხვა ქვეყნები.
სიაში რუსეთის შეყვანის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ფორუმი




