“დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ ელჩი საქართველოდან” – იტალიელი სენატორი BBC-ის გამოძიებას ეხმაურება

იტალიელი სენატორი, მარკო ლომბარდო ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო ფილმს, რომლის მიხედვითაც საქართველოში, შესაძლოა, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს პროევროპული აქციების დასაშლელად. ლომბარდო აცხადებს, რომ დროა იტალიამ ქვეყნიდან ელჩი გაიწვიოს.
ლომბარდო სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიის მთავრობა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით და შეეწინააღმდეგოს “ქართული ოცნების” “პრო-რუსულ რეჟიმს”.
“საქართველოში, პრო-რუსულმა რეჟიმმა გამოიყნეა 1-ელი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი მომიტინგეების წინააღმდეგ ანტისამთავრობო პროტესტის ჩასახშობად. ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს წყლის ჭავლთან ერთად. რატომ აგრძელებს იტალიის მთავრობა თბილისში მომხდარი ძალადობის იგნორირებას? […] BBC-ის ჟურნალისტების გამოძიება აჩვენებს, რომ საქართველოში პროტესტში მყოფი სამოქალაქო პირების მიმართ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. წელიწადზე მეტია, რაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არალიბერალაური რეჟიმი დაამყარა, რომელიც სისტემურად იყენებს ძალადობას და დაპატიმრებას, როგორც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობის ინსტრუმენტს. ამ ძალადობას ახლა ემატება სერიოზული ბრალდება: ქიმიური იარაღის გამოყენება ადამიანის უფლებების დარღვევით. მეტი რა გვჭირდება იმისთვის, რომ იტალიის მთავრობა საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ დადგეს და დაიცვას ქართველი ხალხი? დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ იტალიის ელჩი საქართველოდან, რათა მან გააკეთოს განმარტებები საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით. დღეს, ქართველობა ნიშნავს თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ღირებულებების დაცვას. ჩვენ ვართ საქართველო. ჩვენ ვართ ევროპა”, – წერს ლომბარდო სოციალურ ქსელში.
ARMI CHIMICHE IN GEORGIA?
IL GOVERNO CONVOCHI L’AMBASCIATORE Un’inchiesta giornalistica della @BBCWorld dimostra che sono state usate armi chimiche contro la popolazione civile che protesta in Georgia.
Da oltre un anno stiamo dicendo che “sogno georgiano” ha instaurato un… pic.twitter.com/3EZT15Gprp — Marco Lombardo (@mlombardo81) December 2, 2025
ამავე თემაზე:
· BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს
· ინტერვიუ იმ კვლევის თანაავტორ ექიმთან, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმშია მოცემული
· გელაძემ უარყო გომელაურის განცხადება კამიტის შესყიდვაზე