ალექსი თირქია: ერთადერთი რაც მახსოვს, გონების დაკარგვამდე, იყო რომ ვიდექით ბარიკადებთან, წინა მხარეს და დაიწყეს ცრემლსადენი გაზების სროლა, რა დროსაც, არ ვიცი მთლიანი სახე გვეწოდა (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი, ალექსი თირქია, რომელიც აქციებზე მძიმედ დაშავავდა, ამბობს, რომ მეხსიერების პრობლემები აქვს და მომხდარის გახსენება უჭირს.

როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, მომხდარის გახსენებას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როდესაც კადრებს უყურებს.

აქციაზე დგომის დროს, ერთადერთი რაც მახსოვს, გონების დაკარგვამდე, იყო რომ ვიდექით ბარიკადებთან, წინა მხარეს და დაიწყეს ცრემლსადენი გაზების სროლა, რა დროსაც, არ ვიცი მთლიანი სახე გვეწოდა, თვალები  შეგვიშუპდა, სუნთქვა გვიჭირდა, სასუნთქი გზები გვეწოდა და ისევ აქტივისტებმა გაგვიყვანეს მაგ დროს დასახმარებლად. როცა მოვბრუნდი რამდენიმე წუთში უკვე მოხდა ის ინციდენტიც, რამდენიმე წამში გონებას ვკარგავ და მომხვდა გაზის კაფსულა, სავარაუდოდ, სახის არეში, წარბის არეში. ერთადერთი იყო ექსპერტიზა ჩამიტარდა, როდესაც ნაკერები დამითვალეს თავზე და იყო 28 ნაკერი და დასკვნაშიც ეწერა, რომ იყო ე.წ. გაზის კაფსულა ნასროლი სახის არეში, მაგის შემდეგ კიდევ მორჩა, საერთოდ გამოძიებაც არ ყოფილა, – ამბობს თირქია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი